
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს თავის ტვინისა და ხერხემლის პათოლოგიების მაღალკვალიფიციურსა და მაღალტექნოლოგიურ ოპერაციულ მკურნალობას სთავაზობს. ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ხორციელდება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფია.
ნეიროქირურგიულ სამსახურს გააჩნია მაღალი ხარისხის ტექნიკური ბაზა, საოპერაციო აღჭურვილია 2 ნეიროქირურგიული მიკროსკოპით: ახალი Leica OHX , FL 400, FL800, FL500 მოდულით და Leica OH3, CUSA SORING ( LEVICS) -2022, ნეიროფიზიოლოგიის მონიტორით - Inomed, ინტრაოპერაციული რენტგენისა - SHIMATSU, OPESCOPE ACTEMO და ანგიო კათეტერიზაციის აპარატით - Siemens, Artis One ( 3D VRT, Dyna CT).
ამასთან, განყოფილება გამოირჩევა მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლის მონაწილეობითაც, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება:
- თავის ტვინისა და ხერხემლის როგორც სტანდარტული, ასევე კომპლექსური ტრავმის ოპერაციული მკურნალობა;
- ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა:
- წელის, გულმკერდისა და კისრის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს - მიკროდისკექტომია (ინვაზიური ჩარევით თიაქრის მოცილება);
- სპონდილოლისთეზის (ხერხემლის გადაადგილება წინ ან უკან) მკურნალობა დისკის ჩანაცვლებითი ქეიჯითა და ფიქსაციით - როგორც ღია, ასევე მინიინვაზიური მეთოდით;
- ხერხემლის მალების ოსტეოპოროზული მოტეხილობის დროს - ვერტებროპლასტიკა.
- თავის ტვინისა და ხერხემლის სვეტის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- თავის ტვინის გლიური სიმსივნის ამოკვეთა ხორციელდება ნეიროფიზიოლოგის კონტროლისა და ინტრაოპერაციული ფლოურესცენციის ნათების ქვეშ, რაც ზრდის როგორც უსაფრთხოების, ასევე სრულყოფილი ამოკვეთის ხარისხს.
- პედიატრიულ პაციენტებში თანდაყოლილი ანომალიების (spina bifida, ჰიდროცეფალია) ოპერაციული მკურნალობა როგორც მიკროსკოპის, ასევე ენდოსკოპის გამოყენებით.
- ტრანსნაზალური ჰიპოფიზის ადენომის ამოკვეთა ენდოსკოპიური და მიკროსკოპული გზით;
- თავის ტვინის როგორც გამსკდარი, ისე გაუმსკდარი ანევრიზმის ენდოვასკულარული და ღია მიკროქირურგიული წესით მკურნალობა;
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, სადაც იშემიური ინსულტის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, მექანიკური თრომბოექსტრაქცია ხორციელდება - 24/7-ზე რეჟიმში.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული სამსახურის მაღალკვალიფიციურ გუნდს:უჩა ბობოხიძის, გიგა სულაბერიძის, ბაქარ აბდალაძის, ფრიდონ დევდარიანის, ნანა ჭანჭალეიშვილის, ლაშა ძოწენიძის, სალომე ცერცვაძისა და გიორგი ლორიას შემადგენლობით ხელმძღვანელობს ნეიროქირურგი, იაგო ცერცვაძე.