30 სექტემბერი, 2020

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი სრულ ტრავმა-ორთოპედიულ სერვისს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი სრულ ტრავმა-ორთოპედიულ სერვისს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიური განყოფილება მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს 24-საათიან რეჟიმში სთავაზობს. მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებულ გუნდს საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი ზურაბ ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს.

ენდოპროთეზირება, ართროსკოპია,  ძვლის ტრანსპლანტაცია, რბილი ქსოვილების რეკონსტრუქცია, ღია მოტეხილობების ექსტრაფოკალური ფიქსაციაღეროვანი აპარატებით, - ეს იმ სერვისების მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც კვალიფიციური ტრავმატოლოგების გუნდი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში უკვე წლებია, წარმატებით ასრულებს. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიური სამსახური ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც დანერგა და დღემდე წარმატებით ახორციელებს ოსტეოსინთეზს მაბლოკირებელი ინტრამედულარული  ღეროს გამოყენებით.

ტრავმატოლოგიური სამსახური პაციენტებს ასაკის შეუზღუდავად ემსახურება და, შესაბამისად, განყოფილების ინფრასტრუქტურა მორგებულია როგორც მოზარდ, ასევე - მოზრდილ პაციენტებზე. საოპერაციო ბლოკები უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ელექტროდანები, თანამედროვე ცენტრალიზებული ვაკუუმირება, ჰაერის ლამინირებული დინება და ინტრაოპერაციული ელექტრო-ოპტიკური გარდამსახველი ხელს უწყობს სპეციალისტს, ზუსტად წარმართოს მკურნალობა. განყოფილება 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს კვლევებს რენტგენის ციფრული აპარატით, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფებით.

მინიმალურად, მცირე ზომის განაკვეთებით ჩატარებული ოპერაციები მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ჰოსპიტალში დაყოვნების დღეებს და უზრუნველყოფს მათ სწრაფ რეაბილიტაციას.