28 მაისი, 2020

ბათუმში სიმსივნის იშვიათი ფორმის წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ბათუმში სიმსივნის იშვიათი ფორმის წარმატებული ოპერაცია ჩატარდა
76 წლის ქალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ქოლანგიოკარცინომა, ანუ ნაღვლის სადინრის სიმსივნე დაუდგინდა. სიმსივნის ეს იშვიათი ფორმა, უმეტესად, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ვლინდება და, როგორც წესი, თავდაპირველად სიმპტომები არ ახასიათებს. მისი დროული დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში იზრდება კეთილსაიმედო გამოსავლის შანსი. სწორედ ასე მოხდა ბათუმელი ექიმების პაციენტის შემთხვევაშიც.

პაციენტს სიმსივნე ფატერის დვრილში ჩაზრდითა და პანკრეასის თავის ინვაზიით დაუდასტურდა. ჩატარდა პანკრეატოდუოდენალური რეზექცია (Wipple-ის ოპერაცია). პერიოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა, რაც უალტერნატივო შესაძლებლობაა მკურნალობის შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადასვლისთვის.