29 მაისი, 2020

ბათუმში ექიმებმა მამაკაცს უცხო სხეულით დაზიანებული საყლაპავი აღუდგინეს

ბათუმში ექიმებმა მამაკაცს უცხო სხეულით დაზიანებული საყლაპავი აღუდგინეს
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს პაციენტმა საყლაპავის დაზიანების ჩივილით მიმართა. სხვა კლინიკაში უცხო სხეულის ამოღების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მამაკაცის მდგომარეობა ევექსელი ექიმების მიერ მძიმედ შეფასდა, ჩატარდა განმეორებითი ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, განისაზღვრა რისკები და დაიგეგმა ოპერაცია.

მდგომარეობას ართულებდა ის, რომ უცხო სხეულს საყლაპავის ლორწოვანი უკვე დაზიანებული ჰქონდა, რის შედეგადაც განვითარდა ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი ყლაპვის სრული შეზღუდვით. ენდოსკოპისტმა თამარ ხაჟალიამ და ქირურმა ენდოსკოპისტმა თენგიზ თებიძემ უცხო სხეულის ამოღება და დაზიანებული უბნის სრულყოფილად აღდგენა საყლაპავის კედლის მთლიანობის დარღვევის გარეშე მოახერხეს. პაციენტი თავს კარგად გრძნობს.