19 ოქტომბერი, 2022

ახალქალაქის ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტალი პაციენტებს 24 საათიან კვალიფიციურ რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს: რენტგენოლოგიურ, ულტრასონოგრაფიულსა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა კლინიკაში თანამედროვე და მსოფლიოში აპრობირებული აპარატით - Philips 550 -ით ტარდება და პაციენტებს სთავაზობს:

  • ექოკარდიოგრაფიას;
  • გინეკოლოგიურ ტრანსაბდომინალურსა და ტრანსვაგინალურ კვლევებს.

ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს ყველა იმ დაავადების დიაგნოსტირებას, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიითა და რენტგენოლოგიური კვლევითაა (კონტრასტით და მის გარეშე)შესაძლებელი.

ახალქალაქის ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია კვალიფიციური ლაბორანტების გუნდით, რომელსაც რადიოლოგი, ჰაკოპ ჩახმახჩიანი ხელმძღვანელობს.