
ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამსახური ნებისმიერი ასაკის კრიტიკული პაციენტის დიაგნოსტიკასა და მართვას გვთავაზობს. ჰოსპიტალში ხორციელდება ისეთი მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო კვლევები, როგორიცაა:
- ელექტროკარდიოგრაფია;
- ექოკარდიოგრაფია;
- ულტრასონოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ციფრული რენტგენდიაგნოსტიკა;
- კლინიკური და ბიოქიმიური ლაბ. კვლევები.
განყოფილებაში მოქმედებს შემდეგი სერვისები:
- პაციენტის პრეოპერაციული მონიტორინგი და მართვა;
- ინტრაოპერაციული მონიტორინგი;
- პოსტოპერაციული მეთვალყურეობა;
- პოსტოპერაციული მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა და ა.შ
კლინიკაში ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა:
- სუნთქვის უკმარისობის;
- გულის უკმარისობის;
- შაქრიანი დიაბეტის მრავლობითი გართულებების: კეტოაციდოზი, კომა და ა.შ;
- იშემიური ინსულტის;
- ინტრაცერებრული (თავის ტვინში) სისხლჩაქცევის;
- იშემიური ინსულტის;
- კონვულსიების (ძლიერი კრუნჩხვა);
- ეპილეფსიური გულყრების და ა.შ.
მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ამასთან, აღსანიშნავია პაციენტის მართვაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთან ერთად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ჩართულობა: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის სახით.
ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზია-რეანიმატოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და ბავშვთა ანესთეზიოლოგი, ანაიდ აპოზიანი.