28 აპრილი, 2020

ანევრიზმის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

ანევრიზმის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმის ენდოვასკულური ქოილინგი წარმატებით ჩატარდა.

64 წლის პაციენტი ჰოსპიტალში ცნობიერების დაბინდვით, საერთო სისუსტითა და თავის ძლიერი ტკივილის ჩივილებით შემოვიდა. დიაგნოსტირებული იქნა წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმის გასკდომა. მას სასწრაფო ჩვენებით ჩაუტარდა ოპერაცია - ანევრიზმის ენდოვასკულური გამოთიშვა. ქირურგიული ჩარევა ნეიროქირურგმა, პროფესორმა მირზა ხინიკაძემ ჩაატარა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. პოსტოპერაციული მკურნალობა კი სტაციონარის პირობებში გრძელდება.

ენდოვასკულური ქოილინგი მცირე ინვაციური ჩარევაა, რომელიც ნეიროქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სირთულის ოპერაციად ითვლება. პროცესი ანევრიზმის სისხლძარღვშიდა გამოთიშვას გულისხმობს სპეციალური ქოილებით, ე.წ. ტრეპანაციის გარეშე.