მალხაზ კაკაშვილი 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცია ზუგდიდიდან. ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მოულოდნელად მოხვდა - მისთვის ერთ-ერთ რიგით სამუშაო დღეს თავბრუ დაეხვა, რამდენიმე წამში კი, როგორც თავად იხსენებს, იგრძნო თავის ისეთი უცნაური და მძლავრი ტკივილი, რომელიც აქამდე არასდროს გამოეცადა.
გონებადაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში შეიყვანა, სადაც ანგიოგრაფიამ (თავის ტვინის სისხლძარღვების გამოკვლევა) გამსკდარი ანევრიზმა გამოავლინა.
„პაციენტმა თავის ტვინში მიმდინარე პროცესები, შეიძლება ითქვას, იგრძნო. მან გონება მომხდარიდან ნახევარ საათში დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძლო, ირგვლივ მყოფებისთვის საკუთარი ჩივილები აღეწერა. ზოგადად, ანევრიზმა სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობად ითვლება და დროის ფაქტორს უდიდესი როლი უჭირავს. ჩვენ დროულად შევძელით დიაგნოზის დადასტურება - მალხაზს თავის ტვინში სუბარაქნოიდული ჰემორაგია აღენიშნებოდა, რომლის მიზეზიც თავის ტვინის წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმის გასკდომა იყო,“ - იხსენებს ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, იაკობ ცერცვაძე.
წარმატებით ჩატარდა ოპერაცია - ანევრიზმის ენდოვასკულური ემბოლიზაცია დახურული წესით, რის შემდეგაც პაციენტი ინტენსიურ მკურნალობაზე 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მალხაზ კაკაშვილი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ყოველგვარი ნევროლოგიური დეფიციტის (დარღვევის) გარეშე გაეწერა.