
ასისტოლია გულის მოქმედების მკვეთრი შესუსტებაა, რომელიც ბიოელექტრული აქტივობის გაქრობის შედეგად მის ფუნქციონირებას აქვეითებს. სწორედ ე.წ. გულის გაჩერებით შეიყვანეს სასწრაფო დახმარების ექიმებმა 75 წლის ბეჟანი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლე ოპერატიულ მოქმედებაზე იყო დამოკიდებული და ყოველ წამს მნიშვნელობა ჰქონდა.
მდგომარეობა საკმაოდ მძიმე გახლდათ, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა სისხლის არტერიულ გაზებში მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალემია და ჰიპერგლიკემია გამოავლინა, ხოლო ელექტროკარდიოგრაფიაზე სრული ატრიოვენტრიკულური ბლოგაკა დაფიქსირდა. ასაკოვანი მამაკაცის გულის მარცხენა პარკუჭი, შეიძლება ითქვას, მკვეთრად ფუნქციადაქვეითებული გახლდათ.
საწყის ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ექიმებმა ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს. ჩატარდა ელექტროლიტური დისბალანსის და აციდოზის მკურნალობა და ნორადრენალინისა და დოფამინის ინტრავენური ინფუზია, რის ფონზეც პერიოდულად კვლავ აღინიშნებოდა ბრადიკარდია. შემდეგ ეტაპზე განხორციელდა კორონაროგრაფიული კვლევაც და დადგინდა კორონარული არტერიებისადა იმპლანტირებული სტენტის დაზიანება.
სპეციალისტებმაგანახორციელესწინა დაღმავალი ტოტის და მარგინალური ტოტის სტენტირება, რაც წარმატებით შესრულდა. პროცედურა გართულებების გარეშე ჩატარდა, პაციენტის მდგომარეობა მკურნალობის პარალელურად გაუმჯობესდა და ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა.