ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კოვიდ-დადებითი პაციენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან შეიყვანეს. 68 წლის ქალი, რომელიც მეორეული კონტაქტების გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დაცემის შედეგად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოხვდა. კლინიკაში მოხვედრისას მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შედეგადაც პაციენტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
პაციენტს ქუთაისში მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება ჩაუტარდა. წარმატებული ოპერაციის შედეგად ქალს დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე შეუძლია და ის ამჟამად Covid 19-ის მკურნალობას განაგრძობს. მას ფილტვის ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, თუმცა მკურნალობის დინამიკა დადებითია და დასასრულს უახლოვდება. პაციენტი ბინაზე რამდენიმე დღეში გაეწერება.