ინსულტი ის პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც საქართველოში საკმაოდ არის გავრცელებული და განსაკუთრებით ეხება ხანში შესულ ადამიანებს. 64 წლის ანზორ თურქაძე მხოლოდ ერთ-ერთია იმ პაციენტთაგან, რომელთაც იშემიური ინსულტის მწვავე ნიშნები აღენიშნა. მის ისტორიას კი ბედნიერი დასასრული აქვს.
საწყისი ნიშნები მარცხენა კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა, მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია და ცნობიერების დაქვეითება იყო. სიმპტომები სწრაფად პროგრესირებდა.
ანზორ თურქაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც ინსულტის მართვის ერთეული ფუნქციონირებს და დაავადების სპეციალიზებული მკურნალობა ხორციელდება. თავის ტვინის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ანგიოგრაფიულ რეჟიმში ტვინის მარჯვენა შუა არტერიის M2 ტოტის თრომბოზი გამოავლინა. საქმე იშემიურ ინსულტს ეხებოდა.
ნევროლოგებმა თამარ ჯანელიძემ და გივი ბარბაქაძემ სისტემური თრომბოლიზისის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს არის პროცედურა, რომელიც თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვში არსებული თრომბის დაშლას გულისხმობს ინტრავენურად, მედიკამენტის შეყვანით. შედეგად ხორციელდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს პათოლოგიის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. მკურნალობა თრომბოლიზური თერაპიის მეთოდით შესაძლებელია ინსულტის სიმპტომების აღმოცენებიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში.
ჩატარებული პროცედურის შედეგად ანზორ თურქაძეს პირველივე საათებში ეტაპობრივად აღუდგა ყველა ნევროლოგიური დეფიციტი. როგორც თავად ამბობს, ნამდვილად არ ეგონა, რომ სიცოცხლის გაგრძელების შანსი მიეცემოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავს სრულიად პარალიზებულად გრძნობდა. ის დღეს ცხოვრებას ჩვეული რიტმით განაგრძობს.