საკუთარი დიაგნოზი 3 წლის წინ შეიტყო და, როგორც თავად ამბობს, ამას არ ელოდა. ელგუჯა მალანია მუცლის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილებს, საერთო სისუსტესა და გულისრევის შეგრძნებას უჩიოდა. სიმპტომები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მაშინათვე ექიმთან მივიდა.
მუცლის ღრუს ექოსკოპიურმა გამოკვლევამ მოცულობითი წარმონაქმნი (16,5x25,5x28) გამოავლინა, რის შემდეგაც დამატებითი კვლევები ჩატარდა. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ კი ექიმების ეჭვი დაადასტურა - გამოვლინდა რეტროპერიტონეუმის ავთვისებიანი სიმსივნე.
შუახნის მამაკაცმა, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, სასწრაფოდ მიიღო ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება. ექიმებმა სიმსივნე ამოკვეთეს, რის შემდეგაც მორფოლოგიურმა კვლევამ სარკომა გამოავლინა.
ელგუჯა მალანია მკურნალობის მეორე ეტაპის გასაგრძლებელად ზუგდიდიდან ქუთაისში, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში მივიდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი გამოკვლევის და განსაზღვრის შემდეგ, კლინიკური შემთხვევა განხილულ იქნა მულტიდისციპლინარული კონსილიუმის მიერ. კოსნილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტს მკურნალობის მეორე ეტაპზე დაენიშნა რადიაციული თერაპიის კურსი.
რადიაციულიმა ონკოლოგმა და პაციენტის მკურნალმა ექიმმა, ეთერ ნათელაურმა სამედიცინო ფიზიკოსებთან ერთად დასხივების პროგრამა დიაგნოსტიკურ კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ კვლევასა და ვირტუალურ სიმულაციაზე დაფუძნებული კონფორმული 3D დაგეგმარებით და ECLIPSE სისტემის გამოყენებით შექმნა. მკურნალობა ერთ ეტაპად ჩატარდა. მკურნალობის განმავლობაში პაციენტი მუდმივად იმყოფებოდა რადიაციული თერაპიის ტექნიკოსების და მკურნალი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ელგუჯა მალანია ამ ეტაპზე დაავადებისაგან თავისუფალია და ონკოლოგის პერიოდული მეთვალყურების ქვეშ რჩება. მკურნალობის შემდგომ ის დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რითმს.