მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს თვალის ცენტრი გთავაზობთ ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, როგორც ჩვილებისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის.
ოფთალმოლოგიის ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
- მხედველობის ორგანოს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა კონსერვატიული, ქირურგიული და ლაზერული მეთოდებით;
- რეფრაქციის (თვალის სინათლის სხივების გარდატეხვის უნარი) ანომალიების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
- კონტაქტოლოგიისა და სუსტად მხედველობის კორექცია;
- თვალის წინა მონაკვეთის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
- გლაუკომის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
- კატარაქტის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
- ბადურის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
- საცრემლე აპარატის დაავადებების (დაკრიოლოგია) მკურნალობა;
- სიელმის (სტრაბიზმოლოგია) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- ოკულოპლასტიკა (თვალის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია);
- ონკო ოფთალმოლოგია;
- თვალის ტრავმებისა და ქიმიური დაზიანებების მკურნალობა;
- ნეირო-ოფთალმოლოგია.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს თვალის ცენტრის მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს ექიმი-ოფთალმოლოგი, ზაზა ხოტენაშვილი, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით - 032 2 530 033