10 სექტემბერი, 2019

საქართველოში ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პირველი საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

10-11 სექტემბერს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ორგანიზებით რეგიონულ ჰოსპიტალში ბავშვთა გადაუდებელი დახმარების პირველი საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. კონფერენცია იაშვილის კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების 15 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

სპეციალურად ამ კონფერენციისთვის, საქართველოს ჯორჯიის შტატის პედიატრიული კლინიკების გადაუდებელი დახმარების წამყვანი სპეციალისტები სტუმრობენ. ისინი ქართველ ექიმებს აცნობენ როგორც პედიატრიული გადაუდებელი დახმარების აქტუალურ პრობლემებსა და გადაჭრის გზებს, ასევე - დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს, თანამედროვე მიდგომებს. ორდღიანი კონფერენცია ლექციებისა და სესიების სახით ტარდება.

 

კონფერენცია გათვლილია საქართველოს პედიატრიული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის, პედიატრიული კრიტიკული მედიცინისა და ზოგადი პროფილის პედიატრებისთვის.