29 აპრილი, 2022

რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრი ბავშვთა ჯანმრთელობის განახლებულ ცენტრში

დიაგნოსტირების პროცესი წარმოუდგენელია მაღალი დონის რადიოლოგიური სერვისების გარეშე. მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რადიოლოგიური მიმართულება ბავშვთა და მოზარდთა დიაგნოსტიკური მიმართულების მოწინავე წარმომადგენელია.

ჰოსპიტალში ტარდება:

  • რენტგენოლოგიური კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა.

რენტგენოლოგიური სადიაგნოსტიკო მეთოდები, თავის მხრივ მოიცავს რენტგენოსკოპიურ  (დათვალიერება) და რენტგენოგრაფიულ (გადაღება) კვლევებს. ზემოაღნიშნული მიმართულებით შესაძლებელია შემდეგი მომსახურებების მიღება:

  • სასუნთქი სისტემის (ზედა და ქვედა) გამომსახველობითი კვლევები;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოკონტრასტირებული კვლევები;
  • საშარდე სისტემის გამომსახველობითი, კონტრასტრირებული კვლევები: ცისტოგრაფია, უროგრაფია;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების კვლევა.

კომპიუტერული ტომოგრაფია მოიცავს ორგანოების შრეობით გამომსახველობით კვლევებს. შესაბამისად, სპეციალისტის მიერ შესაძლებელია, ნებისმიერი ორგანოს პათოლოგიის დროს ინფორმაციის მიღება პროცესის ზუსტი ლოკალიზაციის, გავრცელებისა და სტრუქტურული შენების შესახებ. კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება კონტრასტის გამოყენებითაც.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეშვეობით ხდება:

  • ჩვილობის პერიოდში თავის ტვინის ანატომიური ნაწილების ვიზუალიზაცია;
  • მუცლის ღრუს ორგანოების კვლევა (ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, ელენთა);
  • თირკმლებისა და შარდის ბუშტის ვიზუალიზაცია;
  • სახსრების თანდაყოლილი და შეძენილი პრობლემების იდენტიფიცირება (მათ შორის, 3 თვემდე ასაკის ბავშვებთან მენჯ-ბარძაყის სახსარში დისპლაზიის დროული იდენტიფიცირების მიზნით).
  • რბილი ქსოვილებისა და მცირე ზომის ორგანოების (წარმონაქმნები კუნთებისა და სახსრების მიდამოში, ლიმფური ჯირკვლები, ფარისებრი ჯირკვალი) კვლევა.

გამოკვლევის ჩატარების მიზნით, ცენტრში უნდა ჩაეწეროთ ნომერზე 2-53-00-33.

მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისს მართავს მედიცინის დოქტორი და თსსუ პროფესორი ეკა კანდელაკი, რადიოლოგიის მიმართულებას - პროფესორი, დარეჯან სტურუა, ხოლო ულტრაბგერით მიმართულებას ნინო წერეთელი ხელმძღვანელობს.