16 სექტემბერი, 2021

ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო ონკოლოგიური კონსულტაციები ჩატარდა. პაციენტები კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციულმა ონკოლოგებმა, აკაკი ჩიხლაძემ და ეთერ ნათელაურმა მიიღეს.

კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი რთული კლინიკური შემთხვევების განხილვაში კი ევექსი ჰოსპიტლების ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო ჩაერთო.

კონსილიუმის ფორმატში მკურნალობის გზები ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე წამყვანმა სპეციალისტებმა დასახეს. მათ შორის იყვნენ დანიასა და ჰოლანდიაში მოღვაწე ზაზა უჯმაჯურიძე და ალექსი ბაიდოშვილი ისევე, როგორც კონსულტანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან: კრისტინა კილი (რადიაციული ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი) და გოჩა ხელაშვილი (სამედიცინო ფიზიკოსი).

კონსულტაციები ევექსი ჰოსპიტლების ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა და გეგმიური სკრინინგის მხარდაჭერას ემსახურება.