06 ოქტომბერი, 2021

კლინიკური საბჭო ევექსი ჰოსპიტლებში

კლინიკური საბჭო, ეს არის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთა გუნდი, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. თითოეული საბჭო სხვადასხვა მიმართულების ექიმებისგან კომპლექტდება და უახლესი გაიდლაინების შემუშავებასა და პაციენტების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

ამ პრინციპებით მუშაობს ევექს ჰოსპიტლები, რომელიც აერთიანებს 6 კლინიკური საბჭოს, რომელშიც ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებიც არიან ჩართულები.