16 სექტემბერი, 2021

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს

კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება. სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მკურნალობის პროცესში საჭიროების შესაბამისად ერთვებიან. მიმართულებას დასავლური გამოცდილების მქონე ონკოლოგი, ივანე კილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს საკუთარი გუნდით შეუერთდა.

განყოფილება ონკოპაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კლინიკური ონკოლოგი პაციენტის მკურნალობაში მისი დიაგნოსტირებიდან მკურნალობის ყველა ეტაპზეა ჩართული.
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან, რომლის თავჯდომარეც დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძეა. კლინიკური ბორდები საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვას უზრუნველყოფს.

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი ასევე თანამშრომლობს ჰოლანდიის წამყვან ლაბორატორიასთან, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, პათოლოგ-ანატომების კონსულიუმი იმართება და რთული შემთხვევების განხილვა ხდება. პროცესს ევროპაში მოღვაწე ქართველი პათოლოგ-ანატომი, ევექსის პათოლოგიის მიმართულების უფროსი, ალექსი ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, კავკასიის მედიცინის ცენტრში დანერგილია ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისიც, რაც ონკოლოგიურ პაციენტებში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგებს.