მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს იმუნიზაციის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით, რომელთაც იმუნიზაციის საფუძვლებზე, ვაქცინების სპეციფიკასა და მათი გამოყენების წესებზე, ტრენირება გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. პედიატრი და მედდა, რომლებიც ფლობენ ქცევის თერაპიის საფუძვლებს, ითვალისწინებენ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს, რათა ვაქცინაციის პროცესი იყოს სახალისო, უსაფრთხო და არასტრესული.
იმუნიზაციის ცენტრში ხორციელდება:
- გეგმიური, ასაკით გათვალისწინებული ვაქცინაცია, სახელმწიფო და კომერციული ვაქცინებით, შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:
- დიფტერია;
- ტეტანუსი;
- ყივანახველა;
- ინფლუენსა B ტიპის;
- პოლიომიელიტი;
- როტავირუსი;
- პნევმოკოკი;
- წითელა;
- წითურა;
- ყბაყურა;
- B ჰეპატიტი
- მენინგიტი;
- ჩუტყვავილა;
- ადამიანის პაპილომავირუსი;
- A ჰეპატიტი.
- სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
- Covid-19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ვაქცინაცია უტარდებათ როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს.
მომსახურების მისაღებად უნდა ჩაეწეროთ ნომერზე 2-53-00-33.
იმუნიზაციის ცენტრში ხორციელდება იმ ბავშვების აცრაც, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვთ (სხვადასხვა სახის ალერგია ანამნეზში, ონკოლოგიური, ნევროლოგიური, ჰემატოლოგიური და გენეტიკური დაავადებები). აღნიშნული პაციენტები საჭიროებენ, ინდივიდუალური აცრის სქემის მორგებას შესაბამისი ვაქცინის რიგითობისა და ინტერვალების გათვალისწინებით. დატვირთული ანამნეზის მქონე პაციენტებთან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შემდგომი დაყოვნება და დაკვირვება, რაშიც, სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტების მონაწილეობით, მულტიპროფილური გუნდი ერთვება.
მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს იმუნიზაციის ცენტრს ლავრიტა ფაჩუაშვილი-მაღლაკელიძე ხელმძღვანელობს.