20 მაისი, 2021

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ჩატარდება

25 მაისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში „ონკოლოგიის ცენტრის“ რადიაციული ონკოლოგი -აკაკი ჩიხლაძე და ეთერ ნათელაური უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. კონსულტაციები 11:00 სთ-დან - 17:00 სთ-მდე გაგრძელდება და წარმოებს წინასწარი ჩაწერა 2 600 600.

კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ რთულ კლინიკურ შემთხვევებს „ონკოლოგიის ცენტრის“ გუნდთან ერთად ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო განიხილავს. კონსილიუმის ფორმატში მკურნალობის გზებს ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები დასახავენ. კონსილიუმი დანიაში და ჰოლანდიაში მოღვაწე ონკო ბორდის წევრების ზაზა უჯმაჯურიძის და ალექსი ბაიდოშვილის ჩართულობით დაიგეგმება. კლინიკური შემთხვევების განხილვაში ასევე ჩაერთვებიან კონსულტანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან - კრისტინა კილი (რადიაციული ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი) და გოჩა ხელაშვილი (სამედიცინო ფიზიკოსი).

აღნიშნული აქცია ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების ექსპერტთა საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება და გეგმიური სკრინინგის მხარდაჭერას ემსახურება. რადგან ვირუსის დროული გამოვლენა და მკურნალობის სწორი დაგეგმვა დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.