11 მაისი, 2021

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში პოსტკოვიდური მართვის ცენტრი გაიხსნა

მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში პოსტკოვიდური მართვის ცენტრი ამოქმედდა, რომელიცპაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგსა და მკურნალობას სთავაზობს.

კოვიდგადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს. პატარების მკურნალობაში ჩართულნი არიან როგორც პედიატრი, ბავშვთა ინფექციონისტი და კარდიორევმატოლოგი, ისე - ნევროლოგი, ჰემატოლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი და ყველა იმ მიმართულების სპეციალისტი, რომლის დახმარებასაც პაციენტი საჭიროებს. ჰოსპიტალში საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით შემუშავებული სპეციალური პაკეტი მოქმედებს, რომელიც კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტ-კოვიდ ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.


მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პოსტკოვიდური მართვის ცენტრი სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს ახალშობილებსა და იმ ბავშვებს, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) კოვიდ 19 და საჭიროებენ ვირუსის შემდგომ მკურნალობას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინს. სერვისების ხელმისაწვდომის მიზნით, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლინიკა პატარა პაციენტებს პედიატრის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები უკვე აამოქმედა თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე.



Check-Up პაკეტი


საბაზისო პაკეტი - ბავშვები

  • პედიატრის კონსულტაცია
  • ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ეკგ
  • გულის ექოკარდიოგრაფია
  • სისხლის სრული ანალიზი
  • ღვიძლის ფუნქციის ტესტები
  • C-რეაქტიული ცილა (CRP)
  • კოაგულაციის კვლევები (პროთრომბინის დრო, გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო, D-დიმერი, ფიბრინოგენი)