33 წლის რომანი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოულოდნელად არ აღმოჩენილა. ის კლინიკაში გართულებულ მდგომარეობაში, მენინგიტისა და ენცეფალიტის ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის შედეგად გადაიყვანეს. მდგომარეობა რთულდებოდა, დრო კი არ იცდიდა.
ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ასლან გერმანიშვილი განმარტავს, რომ პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში ხდებოდა. გამოკვლევების შედეგად ბაქტერიული მენინგიტი გამოვლინდა. დიაგნოზის ჩამონათვალს შორის იყო ასევეარამდგრადი ხერხემალი, ქრონიკული დისჰიდროზი, წელისადა სხვა მალთაშუა დისკების ქრონიკული დაზიანებები და სხვა.
მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, დაიგეგმა ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც საქართველოში ამ დრომდე არ განხორციელებულა. ქირურგიული ჩარევა ასლან გერმანიშვილის მიერ ჩატარდა. პერკუტანული ფიქსაცია წელის მე-4, მე-5 და კუდუსუნის 1-ლი მალების არეში ქეიჯებით მოხდა.რთულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პოსტოპერაციული პერიოდის შემდგომ გამოჯანმრთელებული პაციენტი ბინაზე გაეწერა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.