ექსპერტთა საბჭო

გადაუდებელი მედიცინა

გადაუდებელი მედიცინის ექსპერტთა საბჭო ქსელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდების ხარისხის ამაღლებასა და სერვისის გაძლიერებას ემსახურება.

პედიატრია

პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭო ქსელში სამედიცინო მომსახურების განვითარებას ემსახურება და ქსელში შემავალი ჰოსპიტლების მასშტაბით პედიატრიული სერვისების ერთიან სტანდარტიზაციას უწყობს ხელს.

ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია

ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო მიმართულებით მიმართულებით სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას ემსახურება და ქსელში უახლესი სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად

კარდიოლოგია/კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია

კარდიოლოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო ქსელში ამ მიმართულებით სერვისების განვითარებისა და მკურნალობის გზების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

ნევროლოგია/ნეიროქირურგია

ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო აღნიშნული მიმართულებით სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას ემსახურება და მკურნალობის მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული. კლინიკური ბორდი საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

ონკოლოგია/ჰემატოლოგია

ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო ონკოლოგიური დაავადებების გაუმჯობესებული კლინიკური მართვის უზრუნველყოფასა და ქსელში უახლესი სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის სისტემის დანერგვას ემსახურება.