სტაჟირება ხარისხის მართვის სამსახურის დეპარტამენტში ქუთაისში

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას ხარისხის მართვის სამსახურის დეპარტამენტში ქუთაისში.

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.


სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ‘’ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი’’ ქუთაისი, ოცხელის ქ. N-2;

სამუშოგრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;


განსაკუთრებული
მინიშნება:  წარმატებულ სტაჟორს ექნება ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის  დადგენილი წესით წარმოება/მონიტორინგი;
  • დეპარტამენტში შემოსული წერილების მონიტორინგი;
  • ექიმებთან კომუნიკაცია;
  • ისტორიების გაცემის მონიტორინგი;
  • სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დოკუმენტებთან მუშაობის და ხარისხის მართვის მიმართულებით;

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 აგვისტო, 2019

 

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line