სს „ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს სამეურნეო სამსახურის დამხმარის ვაკანსიას თბილისში
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა
სამუშაოს ადგილმდებარეობა: რეგიონული ჰოსპიტალი, ქავთარაძის 23
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინოდაწესებულების ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, შესაბამისი დავალებების გადანაწილება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- შენობა-ნაგებობაში არსებული დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-შეკეთება;
- სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
- ელექტრო მეურნეობის მომსახურება
- სანტექნიკური სამუშაოების წარმოება
- ჟანგბადის მიწოდების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
- საქვაბე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
- ტექნიკური მარაგების წარმოება და ხარჯვის კონტროლი.
მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკური პროფესიული განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სხარტად აზროვნების უნარი;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 აგვისტო, 2019
სს „ევექსის ჰოსპიტლები“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.