სამეურნეო განყოფილების უფროსი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს სამეურნეო განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის 23

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ჟანგბადის რეზერვუარის დროული  შევსება და სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი;
  • გენერატორების გამართული მუშაობის და საწვავით მომარაგების უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის დანადგარების კონტროლი და დროული სერვისის უზრუნველყოფა (საქვაბე, „ჩილერი“ და AHU-ს სისტემები), შენობის მართვის სისტემის მართვა (BMS ის) მართვა;
  • კლინიკის ტერიტორიიდან არასამედიცინო ნარჩენების გატანის კონტროლი;
  • კლინიკის საკანალიზაციო სისტემის  კონტროლი /პერიოდული წმენდის უზრუნველყოფა;
  • მაღალი და დაბალი ძაბვის ქვესადგურების კონტროლი;
  • კლინიკის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მ.შ. სახანძრო ინფრასტრუქტურის (ცეცხლმაქრების ჟურნალის წარმოება, მდებარეობის შემოწმება და ა.შ)
  • კლინიკის საწყობების მომარაგების პროცესში მონაწილეობა და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • კლინიკის შიდა და გარე სივრცის მცირე სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • გამწვანების სამუშაოების და  სარწყავი სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • ჰოსპიტლის ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი
  • ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და სუპერვიზია;
  • კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;
  • ერთეულის მიერ კორპორაციული სახელმძღვანელოს შესრულების კოორდინაცია/მონიტორინგი;
  • ერთეულის ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება და მისი შესრულებისათვის სამუშაოს გადანაწილება-კონტროლი, შემოწმება და შეფასება;
  • ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შექმნაში მონაწილეების მიღება/სამოტივაციო სისტემის შესრულების კოორდინაცია;
  • ერთეულში ყველა საჭირო ინფორმაციის, სიახლის გადაცემა, თანამშრომელთა დროული ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან, კოორდინატორი მენეჯერისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება.
  • სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
  • უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებულსამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა.

 

       საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • აუცილებელია სამეურნეო ტექნიკურ სამსახურში 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პოზიციაზე;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა;
  • ელექტროობის საბაზისო ცოდნა;
  • სანტექნიკის საბაზისო ცოდნა.

 

       დამატებითი მოთხოვნები:

  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ოქტომბერი, 2020  

 

ევექსის ჰოსპიტლები   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში; 

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. 

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი). 

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. 

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. 
Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line