სამედიცინო ფიზიკოსი ქუთაისში

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე ქუთაისში.


‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’
ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი ‘’ონკოლოგიის ცენტრი’’, ჯავახიშვილის ქუჩა №85;


სამუშაო გრაფიკი:
 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 09:00 საათიდან 17:30 საათამდე;

                    

განსაკუთრებული მინიშნება: შერჩეული კანდიდატი გაივლის გადასამზადებელ კურსს საზღვარგარეთ 6 თვის განმავლობაში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხივური თერაპიისთვის სამკურნალო გეგმების შექმნა და ხარისხის კონტროლი(QA);
  • პაციენტის სიმულაციისა და მკურნალობის პროცესში ჩართულობა: პროცესის დაგეგმვა, პოზიციონირებისა და ფიქსაციის საშუალების შერჩევა, პოზიციონირების სიზუტის კონტროლი, აპარატის სათანადოდ მომზადება და პროცესის მიმდინარეობის კონტროლი სამედიცინო პერსონალთან კოორდინირებით;
  • მოწყობილობის პერიოდული მონიტორინგი სწორი შედეგის მიღების მიზნით: წრფივი ამაჩქარებლების სრული დოზიმეტრული შემოწმების ჩატარება და პრობლემის არსებობის შემთხვევაში სტანდარტული პროტოკოლების შესაბამისად აღმოფხვრა;
  • ARIA-ს ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში (first hand support);
  • განყოფილების რადიაციული უსაფრთხოების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება- ფიზიკოსი (სასურველია ბირთვული ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკის ან ბიოსამედიცინო ფიზიკის მიმართულებით);
  • ელექტრონული ფიზიკის ძირეული პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება, თუმცა არ არის სავალდებულო;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Word, Excel, Power Point) და IT უნარები;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  

დამატებითიმოთხოვნები:

  • ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და ოპერატიულად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;

  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ოქტომბერი, 2019       

 

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line