სამედიცინო აპარატურის ინჟინერი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს სამედიცინო აპარატურის ინჟინრის ვაკანსიას თბილისში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა,  ლუბლიანას 21

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰოსპიტალში არსებული ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა;
  • ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • სამედიცინო აპარატურის მომწოდებელ/საგარანტიო მხარესთან პროფესიული კომუნიკაცია;
  • ჰოსპიტალში  სერვისის უწყვეტობის მიზნით აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან დროული ანგარიშგების წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლებასავალდებულოა ბიო-სამედიცინო ინჟინერიის, ან მომიჯნავე სპეციალობების განხრით;
  • სავალდებულოა სამედიცინო ინჟინერიის საკითხების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა;
  • სავალდებულოა MS Office საოფისე პროგრამების მინიმუმ მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

  პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  9 მარტი, 2020

 

 

„ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line