საერთაშორისო სამედიცინო შემთხვევების სპეციალისტი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს  საერთაშორისო სამედიცინო შემთხვევების სპეციალისტის ვაკანსიას  თბილისში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის დაკვალიანება და პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
  • სამედიცინო  დოკუმენტაციის თარგმნა და დამუშავება;
  • ექიმებთან კომუნიკაცია;
  • პაციენტის ექიმთან კონსულტაციის  დაორგანიზება  და ჩაწერა;
  • დამატებითი სამედიცინო  დოკუმენტაციის მოთხოვნა, პაციენტის დიაგნოსტირების და მკურნალობის შესახებ  ინფორმაციის მიწოდება;
  • სამედიცინო მომსახურების  გაწევასთან დაკავშირებული   განფასებისა    და კომრეციული  შეთავაზების                                უზრუნვეყოფა  პაციენტებთან  და საერთაშორისო აგენტებთან ;
  • საჭიროების შეთხვევაში სამედიცინო დასკვნების და ეპიკრიზის  თარგმნა და გადაგზავნა  პაციეტთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი   განათლება სამედიცინო  მიმართულებით (შესაძლებელია იყოს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი);
  • აუცილებელია   ინგლისური  და რუსული ენების  ცოდნა, რადგან კანდიდატს მოუწევს უცხოენოვან პაციენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • აუცილებელია   MS Office პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის   უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:   20 თებერვალი,2020

 

„ევექსის ჰოსპიტლები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line