ფოთის ჰოსპიტალიაცხადებს ვაკანსიას ქირურგის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ფოთი, გურიის ქუჩა #171
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
- სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 აპრილი, 2020 წელი
გთხოვთ ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას შემდეგ ნომერზე: 577 794 554
ფოთის ჰოსპიტალი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ფოთის ჰოსპიტალში თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა მოთხოვნილი დოკუმენტი შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ფოთის ჰოსპიტლის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.