მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის სპეციალისტი

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG)   აცხადებს მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის სპეციალისტისვაკანსიას თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემების მოდელირება რეპორტინგის მოთხოვნების შესაბამისად;
  • Power BI-ში ერთჯერადი და ავტომატურად განახლებადი რეპორტების შექმნა;
  • Data Warehouse-ში ახალი ინფორმაციის წამოღებისთვის აპლიკაციის მხარეების მონაცემთა ბაზების შესწავლა;
  • Data Warehouse-ში ახალი ინფორმაციის წამოღება შესაბამისი მონაცემთა ბაზებიდან;
  • Data Warehouse-ის ყოველდღიური განახლების მონიტორინგი;
  • Power BI-ის ავტომატური რეპორტების განახლებების მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის Power BI-ის რეპორტებთან და მონაცემთა ბაზებთან წვდომების უზრუნველყოფა IT-სთან თანამშრომლობით.

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით (კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, სტატისტიკა, ფინანსები);
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ქსელებზე, მონაცემთა ბაზებზე და Cloud-ზე წვდომების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემთა მოდელირების/ტრანსფორმაციის ცოდნა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  31 ოქტომბერი, 2020

 

 „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,   რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line