IT განყოფილების უფროსი

ევექსის კლინიკები“ აცხადებს  IT განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5  სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების გუნდის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად, ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება;
  • კომპანიის ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერული და საბეჭდი ტექნიკა, ქსელური და საკომუნიკაციო მოწყობილობები), ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სერვის დესკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სერვის დესკის მომხმარებლების კმაყოფილების უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის სერვსისის მიწოდების გზით;
  • კორპორატიული აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროგრამული უზრუნველყოფისას წარმოქმნილი პრობლემების მართვა;
  • ინციდენტებზე / ხარვეზებზე დროული რეაგირება, მათი აღმოფხვრა, კონტროლი და მონიტორინგი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება - საჭირო პროგრამული ცვლილებების განხორციელება და კომპანიის მასშტაბით დანერგვა;
  • IT პროექტების მართვა;
  • დაქვემდებარებული გუნდის სწავლება-განვითარება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება IT მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა;
  • IT სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისაჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

 

  

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 აგვისტო, 2019

 

 

 “ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line