ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG)   აცხადებს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • ინფორმაციული კიბერუსაფრთხოების რისკების ანალიზი და მართვა, დარღვევების გამოვლენა/ანალიზი;
  • კომპანიაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი  უსაფრთხოების პროცესების შემუშავება/დანერგვაში მონაწილეობა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • ტექნიკური დავალებების შესრულება: ქსელური ტრაფიკის ანალიზი და კონტროლი, ქსელური წვდომების კონტროლი;
  • ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შინაგანაწესისა და თანამშრომლის ხელმძღვანელი პირის მითითებების შესაბამისად;

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ანალოგიური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft-ის ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Office 365, DLP/ SIEM, WAF -თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გუნდურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის/ორგანიზების უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნეის უნარი;
  • განვითარებისკენ სწრაფვა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  28 თებერვალი, 2020

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG)   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line