ექთნის ვაკანსია სამედიცინო ტურიზმის პროექტის ფარგლებში

კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ექთნის  ვაკანსიას  სამედიცინო ტურიზმის პროექტის ფარგლებში

 

 სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის #23

 სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო განაკვეთი

 ანაზღაურება:  თვეში დარიცხული 1300 ლარი

 ბენეფიტები: ევექსელის ბენეფიტი და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

 

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • სამედიცინო ტურიზმის პროექტის მხარდაჭერა საექთნო მომსახურების ფარგლებში;
  • ეფექტური კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პაციენტებთან;
  • საექთნო დოკუმენტწარმოების უზრუნველყოფა;
  • შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;

 

   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ხარისხის სტანდარტების დაცვით სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა ჰოსპიტალში;
  • სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ექთნის პოზიციაზე მუშაობის უფლებამოსილების დოკუმენტი (დიპლომი, ცნობა);
  • პრიორიტეტულია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ან/და რუსულ ენას;
  • პრიორიტეტულია კანდიდატი ფლობდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  04 მარტი, 2020

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, დააჭირეთ ღილაკს "აპლიკაციის გაგზავნა"

 

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line