ცენტრალური აფთიაქის უფროსი - თელავი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს ცენტრალური აფთიაქის უფროსის  ვაკანსიას თელავში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, სეხნიაშვილის 1

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება დასახელების,რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
  • განყოფილებების მედიკამენტებითა და სახარჯი მასალების მიზნობრივი და დროული უზრუნველყოფა;
  • აფთიაქის ნაშთის კონტროლი რაოდენობის,საჭიროებისა და ვადების მიხედვით;
  • აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაცია;
  • კლინიკისათვის საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალებისრაოდენობების განსაზღვრა კლინიკის სერვისების და  რესურსების შესაბამისად;
  • კლინიკის მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გეგმიური ინვენტარიზაცია;
  • აფთიაქში არსებულ მარაგზე – მედიკამენტებზე და სახარჯ მასალაზე ვადების მუდმივი კონტროლი;
  • მედიკამენტების/სახარჯი მასალების მიღება და აღრიცხვა;
  • პერმანენტულად ფარმაცევტული პროდუქტების შესახებ სიახლეების მოძიება.

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება  ფარმაციის  სპეციალობით;
  • სამუშაო გამოცდილება ფარმაციის მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა ბოლო 5 წლის განმავლობაში, ან 5 წლისა ბოლო 10 წლის განმავლობაში;
  • სასურველია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  3 ივლისი, 2020

 

„ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line