ანესთეზიისა და საოპერაციო განყოფილების უფროსი ექთანი

'სს ევექსის ჰოსპიტლები''  აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიისა და საოპერაციო განყოფილების უფროსი ექთნის პოზიციაზე ი. ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში.


''სს ევექსის ჰოსპიტლები'' 
ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი,N1;

 

 სამუშო გრაფიკი: დღის 8 საათიანი გრაფიკი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 17:30 საათამდე;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • ჰოსპიტლის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სამედიცინო დოკუმენტწარმოება;
  • მედიკამენტებისდასახარჯიმასალებისაღრიცვა/პროგრამულიშესყიდვა;
  • სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;
  • სამუშაო გრაფიკების შედგენა;
  • დაქვემდებარებული გუნდის სამუშაოს შესრულების მართვა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობადა პროცესის მსვლელობაზე დაკვირვება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:

  • სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
  • სავალდებულოა მინიმუმ 3-5 წლამდე სამუშაო გამოცდილება საოპერაციო და ანესთეზიის მედდისპოზიციაზე;
  • პრიორიტეტულია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;

 

 პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალიგრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • ეფექტურიკომუნიკაციისუნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკულიაზროვნება;
  • დეტალებზეორიენტირებულობა;
  • დროისეფექტურადმართვისუნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდის მართვის კომპეტენცია;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი 2020 წელი


''ევექსის 
ჰოსპიტლები''   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,   რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line