სერვისების სტრატეგიული მართვის კოორდინატორი

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს ვაკანსიას სერვისების სტრატეგიული მართვის კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.


‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’
ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი, მის: ბელიაშვილის 142;

 

სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი განაკვეთი, ხუთი სამუშაო დღე (შაბათ–კვირის გარდა);

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელში არსებული სერვისების აღრიცხვა და ანალიზი;
  • უფასო აქციებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება/მართვა;
  • ელექტრონულ პროგრამაში დაინტერესებული პირის/დაწესებულების მუშაობაზე ისტრუქციის გაცემა;
  • ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების რეგისტრაცია/დამატება/რედაქტირება;
  • გამოყენებული სერვისების მონაცემების ანალიტიკა და რეპორტის მომზადება;
  • პაციენტების რეფერირების პროცესის მხარდაჭერა და მასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში (სადაზღვევო კომპანია, ჰოსპიტალი).
  • სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარები;
  • ანალიტიკური უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  6 დეკემბერი 2019          

 

‘’სს ევექსი ჰოსპიტლები’’  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს ევექსი ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსი ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line