სამკურნალო დიაგნოსტიკური ენდოსკოპია რეგიონულ ჰოსპიტალში

რეგიონული ჰოსპიტალის ენდოსკოპიური განყოფილება სრულად არის უზრუნველყოფილი უახლესი აპარატურით, სასტერილიზაციოა მანქანებითა და ყველა ენდოსკოპიური მანიპულაციებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის მასალით.

 

ჩვენს კლინიკაში არსებული უახლესი თაობის ენდოსკოპები უზრუნველყოფენ ლორწოვანი გარსის ე.წ. NBA რეჟიმით დათვალიერებას, რაც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად ნულოვან  in situ სტადიაზე სიმსივნის გამოვლენის. რაც შემდგომი სწორი მკურნალობის ხარჯზე პაციენტის სრული გამოჯანმრთელების გარანტიაა.

 

ენდოსკოპიურ განყოფილებაში ტარდებაშემდეგი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციები და ჩარევები:

 

  • დიაგნოსტიკური ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - რომლის დროსაც ხდება საყლაპავის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ვიზუალიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი მორფოლოგიური კვლევისთვის.
  • სამკურნალო ენდოსკოპიური მანიპულაციები:
  •  სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურა ელექტროკუაგულაციითა და ინჟექტორის მეშვეობით.
  •  საყლაპავის ბუჟირება
  •  საყლაპავის სტენტირება
  •  საყლაპავის ვენების ლიგირება
  •  პოლიპექტომია
  •  გასტროსტომია
  •  პაპილოტომია
  •  ნაღვლის სადინრისა და პანკრეასის სადინრის სტენტირება
  • დიაგნოსტიკური კოლონოსკოპია - რომელიც გულისხმობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას შემდგომი მორფოლოგიური კვლევისთვის;
  • სამკურნალო კოლონოსკოპია - სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურა, რომლის დროსაც ხორციელდება ენდოსკოპიური პოლიპექტომია.
  • დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია - ბრონქების ლორწოვანი გარსის ენდოსკოპიურ კვლევას წარმოადგენს და პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებლობას იძლევა ბიოფსიური ან ციტოლოგიური მასალის აღება განხორციელდეს შემდგომი კვლევისთვის.

 

View more

გიორგი მერაბიშვილი

ენდოსკოპისტი

Caucasus Medical Centre. Kavtaradze str. 23, Tbilisi, Georgia