პროსტატის კიბო

ექიმის რეკომენდაციით წელიწადში ერთხელ ჩატარებული კვლევის გარდა, შესაძლებელია, განმეორებით მეორადი სკრინინგის ჩატარებაც საჭირო გახდეს.


პროსტატის კიბოს სკრინინგი სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) კვლევას მოიცავს და მისი ჩატარება 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებშია მიზანშეწონილი.


ცნობილია, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩატარებული სკრინინგის მეშვეობით მსოფლიო სტატისტიკაში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

 

ადამიანის სკრინინგ პროგრამაში ჩართულობა პირდაპირპროპორციულად გულისხმობს დაავადების ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის გამორიცხვას, სიმსივნის ადრეულ სტადიაში გამოვლენისას კი - მის განკურნებას, რომლის შანსიც 98%-ს აღემატება.