ნეფროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ნეფროლოგიური მიმართულებით როგორც ამბულატორიული, აგრეთვე სტაციონარული  სერვისის მიწოდება თირკმლის პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ აქტიური მუშაობა თირკმლის ტრანსპლანტაციის მიმართულებითაც მიმდინარეობს და ყველა სირთულის ქირურგიული ჩარევა მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ტარდება.

ბავშვთა ნეფროლოგიის განყოფილებაში 0-დან 18 წლამდე ასაკის აპციენტებში  თირკმელებში, საშარდე გზებში, შარდის ბუშტსა და შარდსადინარში წარმოსაშობი ყველა სახის პრობლემის მკურნალობა მიმდინარეობს. აღნიშნულ სისტემაში წარმოქმნილი თანდაყოლილი თუ შეძენილი პრობლემების ზუსტი დიაგნოსტირება და მკურნალობა უმთავრესია.

ნეფროლოგიის განყოფილებას დაუყოვნებლივ მაშინ უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნება, როგორებიცაა კიდურებისა და თვალის უპეების შეშუპება, შარდვის გაძნელება ან სისხლდენა შარდში. მწვავე პაციენტების მართვა და სტაბილიზაცია ჰოსპიტლის პრეროგატივაა, რომლის ფარგლებშიც მათ დიალიზი მიეწოდებათ.

ჰოსპიტალში თირკმლისა და საშარდე გზების პრობლემებისადმი მიდგომა მულტიდისციპლინური მეთოდით ხდება. მაღალკვალიფიციური გუნდი ბავშვებში თირკმლის მწვავე უკმარისობას, თირკმლის გადანერგვას, დიალიზს, საშარდე გზების ინფექციების ალაგმვას, კენჭოვანიდაავადებების, აგრეთვესაშარდე სისტემების ანომალიების მოგვარებას და სხვა ბევრიპრობლემის აღმოფხვრასამოცანად აყენებენ, რომლის ამოხსნაც წლების გამოცდილებით მარტივდება და ხელს უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობაც უწყობს.

 

View more

დარინე მაჭავარიანი

ექიმი-ნეფროლოგი

Telavi Referral Hospital. 1 Sekhniashvili str.,Telavi

View more

თამარ ხუჭუა

ნეფროლოგი, რევმატოლოგი

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. 85, Javakhishvili str, Kutaisi

View more

დავით კვირკველია

ბავშვთა ნეფროლოგი

Childrens New Referral Hospital. თბილისი, ლუბლიანას 25