კარდიოინტერვენცია რეგიონულ ჰოსპიტალში

 

რეგიონულ ჰოსპიტალშიინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულება ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

 

კარდიოინტერვენციის ცენტრი პაციენტებს 24 საათის განმავლობაში ერთ სივრცეში სთავაზობსსერვისს მაღალკვალიფიციური კადრებითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით.

 

კარდიოინტრვენცია გულისხმობს დიდ და ღია ოპერაციების გარეშე ყველა ინსტრუმენტულ ჩარევას, რომელიც ხორციელდება გულზე კანის მცირედი განაკვეთის შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით. მოიცავს:

  • კორონაროგრაფიას;
  • ვენტრიკულოგრაფიას;
  • ბალონურ ანგიოპლასტიკას;
  • სტენტის იმპლანტაციას, მათ შორის უახლესი თაობის წამლით დაფარული და გაწოვადი პოლიმერული სტენტებით;
  • ბალონურ ვალვულოპლასტიკას;
  • დროებით და მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაციას;
  • კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაციას;
  • გულის ელექტრონულ რესინქრონიზაციას.

 

რეგიონულ ჰოსპიტალში ტარდება ყველა ის პროცედურა რაც კარდიოინტერვენციისთვის არის საჭირო. კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატით – Siemens Artis one. ასევე ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს არა მარტო კორონაროგრაფია და ანგიოპლასტიკა, არამედ ჰიბრიდული ( ქირურგია – ინტერვენციული ) ოპერაციები.

 

View more

ვაკო ამისულაშვილი

ინტერვენციული კარდიოლოგიის სპეციალისტი

Caucasus Medical Centre. Kavtaradze str. 23, Tbilisi, Georgia