ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - აღნიშნული ნაკლებ ინვაზიური მეთოდი კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილების - საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერებას გულისხმობს. კვლევა გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისთვის (საყლაპავის თიაქრის, ეზოფაგიტის, გართულებული/მტკივნეული ყლაპვის, კარდიის უკმარისობის, გასტრიტის, კუჭის ეროზიის/წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი შრის ანთება/ეროზიის, წყლულის, სიმსივნური წარმონაქმნების დროს), ასევე სამკურნალოდ (საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილებიდან, საყლაპავიდან, კუჭიდან, ვარიკოზული ვენებიდან თუ სხვა სისხლდენების დროს).

ექიმები