ბავშვთა გადაუდებელი დახმარება

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შესაძლებელია 24 საათიანი სერვისის მიღება სხვადასხვა პროფილის სომატური და ქირურგიული პაციენტებისთვის 0-დან 18 წლამდე, მათ შორის შესაძლებელია ტოქსიკოლოგიური, კარდიოლოგიური, პოლიტრავმის მქონე და ნეიროქირურგიული პაციენტების მიღება.

გადაუდებელი დახმარების განყოფილება აღჭურვილია მონიტორებით, პორტატული ელექტროკარდიოგრაფით, ინფუზომატით, ხელოვნური სუნთქვის აპარატითა და დეფიბრილატორით.

24 საათიანი რეჟიმით, განყოფილებაში შესაძლებელია ფართო სპექტრის, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის (ანესთეზიით), ულტრასონოგრაფიის, რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

განყოფილებაში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალისტთა კონსულტაციების ჩატარება. მაგალითისთვის: ყბა-სახის ქირურგი, ნევროლოგი, ენდოსკოპისტი, ნეფროლოგი, ენდოკრინოლოგი, ტრავმატოლოგი, ნეიროქირურგი, ქირურგი, ოტო-ლარინგოლოგი, ოფტალმოლოგი, რაბიოლოგი  და სხვა.

View more

ნინო ქიქოძე

გადაუდებელი მედიცინის (PER) და ტოქსიკოლოგიის განყოფილების უფროსი

Iashvili Paediatric Tertiary Referral Hospital. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

View more

ნანა გიორგაძე

ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის (PER) სამსახურის უფროსი

West Georgia Medical Center. Kutaisi, 83a, Javakhishvili str.

View more

ლალი ზარანდია

პედიატრიული მიმღების სამსახურის უფროსი

Zugdidi Referral Hospital. 206, Gamsakhurdis str, Zugdidi