ზრდასრულთა ეფექტური სწავლება - თანამედროვე მიდგომები

,,ზრდასრულთა ეფექტური სწავლება - თანამედროვე მიდგომები“

ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს მიღებას ფასიან  მოკლევადიან ტრენინგზე ,,ზრდასრულთა ეფექტური სწავლება - თანამედროვე მიდგომები“ ToT

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

დიპლომშემდგომი (პროფესიული მზადების) და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროვაიდერებისათვის

სასწავლო პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მსმენელებმა  შეისწავლონ მოზარდთა სწავლების თეორიული და პრაქტიკული უნარ - ჩვევები დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განათლების  სასწავლო კურსის ჩასატარებლად.

 

სასწავლო მასალის/პროგრამის ამოცანები (რა უნდა იცოდეს, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს მსმენელს პროგრამის გავლის შემდეგ)

 

 

ვინ ატარებს ტრენინგს?

ტრენინგს უძღვება:

თამარ ანთელავა - მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი მეან-გინეკოლოგიაში, სს ევექსის კლინიკების სამეანო-გინეკოლოგიის სამსახურის კოორდინატორი, სს ევექსის ჰოსპიტლების რეზიდენტურის პროგრამ-ხელმძღვანელი

ნინო ლომია -  ექიმი-კარდიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ნორვეგია - ოსლოს უნივერსიტეტის დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

 

ტრენინგის სხვა დეტალები:

-          ტრენინგის ხანგრძლივობაა  30 საათი (5 დღე)

-          ტრენინგის ღირებულება 150 ლარი

-          ტრენინგის ტარდება თბილისში

-          ჯგუფები დაიგეგმება გამოგზავნილი აპლიკაციების რიგითობის მიხედვით

-          თარიღი და ლოკაცია: ტრენინგის თარიღისა და ზუსტი მისამართის შესახებ მონაწილე შეიტყობს წინასწარ

 

ტრენინგის ბოლოს შეფასდება მონაწილის მიერ მიღებული ცოდნა

მონაწილეს, რომელიც გადალხავს დადგენილ სატესტო ზღვარს, გადაეცემა ევექსის ჰოსპიტლების სერტიფიკატი

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოტვირთოთ განცხადებაში ატვირთული აპლიკაცია, შეავსოთ და გამოაგზავნოთ აღნიშნულ ბმულზე: --------

*აპლიკაციასთან ერთად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

- CV;

- დიპლომის ასლი;

- სერთიფიკატის ასლი;

- პირადობის მოწმობის ასლი;

- ცნობა სამუშაო ადგილიდან.

 

 

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ +995 595 52 78 51

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line