რეზიდენტურა- „მეანობა და გინეკოლოგია“

სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე „მეანობა და გინეკოლოგია“!

 

საუკეთესო შედეგების მქონე   რეზიდენტები  დასაქმდებიან „სს ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალ კლინიკებში, მიიღებენ 100%–იან სასწავლო გრანტს!

 

სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 19 ჰოსპიტლითაა წარმოდგენილი.

პროგრამის დასახელება:                  

მეანობა და გინეკოლოგია

პროგრამის ხანგრძლივობა:

44 თვე

აკრედიტირებული დაწესებულება:

იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფო

პროგრამის ხელმძღვანელი:                  

თამარ ანთელავა

სწავლების ლოკაციები:

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი,ზუგდიდი

ადგილების რაოდენობა:

3

 

                           

კლინიკური ბაზები :

ბათუმი

 - ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისი

 - N5 კლინიკური საავადმყოფო

თბილისი

 - თბილისის ამბულატორიული ცენტრი

თბილისი

 - კავკასიის მედიცინის ცენტრი

ქუთაისი

 - ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი

თბილისი

 - ი. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი

თბილისი

 - კარაპს მედლაინი

თბილისი

 - ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა

ზუგდიდი

 - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

 

 

 

 

! განსაკუთრებული მინიშნება !

ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება ევექსის ჰოსპიტლების   მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც

 

 

ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

  • საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი  გრანტით;
  • სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  •  სწავლის ღირებულება: თვეში  300 ლარი
  • სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ  ევექსის ქსელში დასაქმების შესაძლებლობა;
  • საზღვარგარეთ, წამყვან ჰოსპიტლებში, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად დაფინანსების მიღების შესაძლელობა

                      

 

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;

 

 
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -  გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება)

 

 

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის  8 იანვრის ჩათვლით



პროგრამაში    მონაწილეთა მსურველებს
 ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება   

 

გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგების  გათვალისწინებით.

 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05

 

 

“სს ევექსის ჰოსპიტლები მადლობასგიხდითრეზიდენტურის პროგრამით  დაინტერესებისათვისდაგისურვებთწარმატებებს.

 

“სს ევექსის ჰოსპიტლებში“ მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“)ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

პროგრამის ორგანიზატორი/დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია პროგრამის ორგანიზატორთან/დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, პროგრამის ორგანიზატორი/დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს პროგრამის ორგანიზატორის/დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line