ორსულთა ჰიპერტენზიული დარღვევები: პრეეკლამფსია, ეკლამფსია, გესტაციური ჰიპერტენზია, ქრონიკული ჰიპერტენზია, ქრონიკული ჰიპერტენზიის ფონზე განვითარებული პრეეკლამფსია, HELLP სინდრომი- დიაგნოსტიკა და მართვა

„ორსულთა ჰიპერტენზიული დარღვევები: პრეეკლამფსია, ეკლამფსია, გესტაციური ჰიპერტენზია, ქრონიკული ჰიპერტენზია, ქრონიკული ჰიპერტენზიის ფონზე განვითარებული პრეეკლამფსია, HELLP სინდრომი- დიაგნოსტიკა და მართვა“

ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს მიღებას ფასიან აკრედიტირებულ მოკლევადიან ტრენინგზე „ორსულთა ჰიპერტენზიული დარღვევები: პრეეკლამფსია, ეკლამფსია, გესტაციური ჰიპერტენზია, ქრონიკული ჰიპერტენზია, ქრონიკული ჰიპერტენზიის ფონზე განვითარებული პრეეკლამფსია, HELLP სინდრომი- დიაგნოსტიკა და მართვა“

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

სტაციონარული და ამბულატორიული სამეანო სერვისის განმახორციელებელი კლინიკის სერტიფიცირებული მეან-გინეკოლოგებისათვის

სასწავლო პროგრამის მიზანი

სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს მსმენელებს მიაწოდოს განახლებული, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია ორსულთა ჰიპერტენზიული დარღვევების ზუსტი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებისა, მონიტორინგისა, ადეკვატური დროული ინტერვენციების  შესახებ და  დაეხმაროს იმ ეფექტური პრაქტიკების დანერგვაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედათა სიკვდილობის  მაჩენებელს და დაგვაახლოვებს მიზანთან - შევამციროთ ორსულობასთან ასოცირებული პრევენტაბელური  ავადობისა და  სიკვდილობის სიხშირე.

 

სასწავლო მასალის/პროგრამის ამოცანები (რა უნდა იცოდეს, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს მსმენელს პროგრამის გავლის შემდეგ)

  1. ორსულთა ჰიპერტენზიული მდგომარეობების  განახლებული  კლასიფიკაცია, განახლებული დეფინიციები;
  • ქრონიკული ჰიპერტენზია;
  • ქრონიკული ჰიპერტენზიის ფონზე განვითარებული პრეეკლამფსია;
  • გესტაციური ჰიპერტერნზია;
  • პრეეკლამფსია/ეკლამფსია  ;
  • HELLP სინდრომი/ატიპიური პრეეკლამფსია.
  1. თითოეული ჰიპერტენზიული დარღვევის:
  • რისკ-ფაქტორები  და  პროგნოსტული მარკერები;
  • დიაგნოსტიკური კრიტერიუმები;
  • დიფერენცირება;
  • მართვის თავისებურებები;
  • შემდგომი ორსულობების და მოგვიანებით ცხოვრების მანძილზე მოსალოდნელი გართულებების პრევენციული მიდგომები;
  • გადაუდებელი სამეანო მდგომარეობის/ეკლამფსიური გულყრის გუნდური მართვის პრინციპები და უნარ-ჩვევები;

 

ვინ ატარებს ტრენინგს?

ტრენინგს უძღვება: მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი მეან-გინეკოლოგიაში, სს ევექსის კლინიკების სამეანო-გინეკოლოგიის სამსახურის კოორდინატორი, სს ევექსის ჰოსპიტლების რეზიდენტურის პროგრამ-ხელმძღვანელი- თამარ ანთელავა

 

ტრენინგის სხვა დეტალები:

-          ტრენინგი აკრედიტებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

-          ტრენინგის  მონაწილეს მიენიჭება 12 კრედიტ ქულა

-          ტარდება თბილისსა და რეგიონებში

-          ტრენინგის ხანგრძლივობაა დღეში 6 საათი (2 დღე)

-          ტრენინგი მოიცავს ყავის შესვენებას

-          ჯგუფები დაიგეგმება უპირატესად იმ მონაწილეებით, ვინც პირველი გამოაგზავნის აპლიკაციას

-          თარიღი და ლოკაცია: ტრენინგის თარიღისა და ზუსტი მისამართის შესახებ მონაწილე შეიტყობს წინასწარ

 

ტრენინგის ბოლოს შეფასდება მონაწილის მიერ მიღებული ცოდნა

მონაწილეს, რომელიც გადალხავს დადგენილ სატესტო ზღვარს, გადაეცემა ევექსის ჰოსპიტლების სერტიფიკატი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული კრედიტ-ქულებით

ღირებულების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოტვირთოთ განცხადებაში ატვირთული აპლიკაცია, შეავსოთ და გამოაგზავნოთ აღნიშნულ ბმულზე

 

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ +995 595 52 78 51

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line