მომიჯნავე სპეციალობების ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამა

''სს ევექსის ჰოსპიტლები'' აცხადებს მიღებას სერტიფიცირებული ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამაში

 
''
სს ევექსის ჰოსპიტლებ'' ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

 

პროგრამის შესახებ ინფორმაცია:

-   პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ მხატვარი 

-   სწავლების ლოკაცია: თბილისი

-   აკრედიტირებული დაწესებულება: თბილისის ამბულატორიული ცენტრი

-   ადგილების რაოდენობა:19

-   პროგრამის ხანგრძლივობა:  940 საათი

-   კურსის  ჯამური ღირბულება: 2200 ლარი

-  აფილირებული დაწესებულებები: ბათუმის რეფერალური საავადმყოფო; ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო,; ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი; თელავის სამედიცინო ცენტრი;

 

კანდიდატების დასაქმება განიხილება შემდეგ ქალაქებში:

-  თბილისი

-   ბათუმი

 

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში :

 შინაგანი მედიცინა;  ალერგოლოგია-იმუნოლოგია;  კარდიოლოგია;  გასტროენტეროლოგია;  ენდოკრინოლოგია; ინფექციური სნეულებები;  ფთიზიატრია-პულმონოლოგია;  ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა;  ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია;  რევმატოლოგია;  ნეფროლოგია;  კურორტოლოგია;  დერმატოვენეროლოგია;  ნევროლოგია;  პედიატრია; ნეონატოლოგია;  ბავშვთვა ნევროლოგია;  ბავვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია;  ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია;  ბავშვთა გასტროენტეროლოგია;  ბავშვთა ენდოკრინოლოგია;  ბავშვთა ინფექციონისტი;  ბავშვთა ნეფროლოიგა;  ბავშვთა ფტიიატრია-პულმონოლოგია;  ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზოლოგია;  ბავშვთა გადაუდებელი დახმარება;  ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;  ბავშვთა ქირურგია;  ზოგადი ქირურგია;  პლასტიკური და რეკონტრუქციული ქირურგია;  სისხძარღვთა ქირურგია;  პროქტოლოგია;  მეანობა და გინეკოლოგია;  რეპროდუქტოლოგია;  კარდიოქირურგია;  ნეიროქირურგია;  უროლოგია; ოტორინოლარინგოლოგია;  ოფთალმოლოგია;  ორთოპედია-ტრავმატოლოგია;  გადაუდებელი მედიცინა;  კლინიკური ტოქსიკოლოგია;  კლინიკური ონკოლოგია;  ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალი;  ზოგადი პროფილის ექიმი-პედიატრი;  ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი.

  

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • კანდიდატი  სავალდებულოა  იყოს სერტიფიცირებული ექიმი ზემოთ მითითებული სპეციალობებიდან ერთ-ერთში;
  • კანდიდატს სავალდებულოა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში, გარდა სპეციალობებისა - ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი, ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი (აღნიშნულ სპეციალობებში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მისაღებია);

 

რეგისტრაციისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში 5 წლიანი საექიმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სამუშაო ადგილიდან 2020 წლის თებერვლის თარიღით);
  • CV/რეზიუმე word-ის ან pdf-ის ფორმატში (რომელშიც მითითებული იქნება თქვენი ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება და გამოცდილება წლების მიხედვით);

 

აუცილებლად გასათვალისწინებელია:   იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ პროგრამაზე, რეგისტრაციის დროს უნდა გამოგვიგზვანოთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი- აუცილებლად დასკანერებული, გარდა რეზიუმესი რომელიც უნდა იყოს word-ის ან pdf-ის ფორმატში.

 

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს  2020 წლის  31 ივლისის ჩათვლით;

 

  • კონკურსში მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება;

 

  • სწავლა განხორციელდება სამუშაო საათების შემდეგ;

 

  • საექიმო სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“ სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემთხვევაში კანდიდატს მიენიჭება პრიორიტეტი, რომ დასაქმდეს ევექსის ქსელში;

 

  • კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05;

 

 

“სს ევექსისჰოსპიტლები   მადლობას გიხდით აღნიშნული პროგრამით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

 

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line