‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ზოგადი ქირურგია“!
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სს ევექსის ჰოსპიტლების ქსელში, მიიღებენ 100%–იან ან 80% -იან სასწავლო გრანტს.
‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
_____________________________________________________________________________
-პროგრამის დასახელება: |
ზოგადი ქირურგია |
-პროგრამის ხანგრძლივობა: |
44 თვე |
-აკრედიტირებული დაწესებულება: |
კარაპს მედლაინი |
-პროგრამის ხელმძღვანელი: |
ალექსანდრე ბაჩიაშვილი |
-სწავლების ლოკაციები: |
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი |
-ადგილების რაოდენობა : |
16 (თბილისი - 8; რეგიონები - 8) |
______________________________________________________________________________________
კლინიკური ბაზები :
-თბილისი |
კარაპს მედლაინი |
-თბილისი |
რეგიონული ჰოსპიტალი |
-თბილისი |
ტრავმატოლოგი |
-თბილისი |
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი |
-თბილისი |
ბავშვთა ახალი კლინიკა |
-თბილისი |
ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა |
-ქუთაისი |
აკ.ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი |
-ქუთაისი |
იმერეთის რეგიონალური კლინიკური ჰოსპიტალი |
-ზუგდიდი |
ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკა „რესპუბლიკა“ |
-ბათუმი |
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი |
-ბათუმი |
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი |
-კახეთი |
თელავის რეფერალური საავადმყოფო |
-კახეთი |
ყვარლის სამედიცინო ცენტრი |
-კახეთი |
ახმეტის სამედიცინო ცენტრი |
____________________________________________________________________________________________
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სს ევექსის ჰოსპიტლების მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც.
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი, ან 80% - იანი გრანტით;
- სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლის ღირებულება :თვეში 200 ლარი
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 10 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05