დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა პროგრამა „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“!

 
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სს ევექსის ჰოსპიტლების ქსელში, მიიღებენ 100%–იან ან 80% -იან სასწავლო გრანტს.

 

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

 

-პროგრამის დასახელება:                  

ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა 

-პროგრამის ხანგრძლივობა:

33 თვე

-აკრედიტირებული დაწესებულება:

ბავშვთა ახალი კლინიკა

-პროგრამის ხელმძღვანელი:                  

მაია ჩხაიძე

-სწავლების ლოკაციები:

თბილისი

-ადგილების რაოდენობა :

2

                           

კლინიკური ბაზები :

-თბილისი

  ბავშვთა ახალი კლინიკა

-თბილისი

  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

 

! განსაკუთრებული მინიშნება !

ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სს ევექსის ჰოსპიტლების მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც.

 

ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

  • საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი ან 80% - იანი გრანტით;
  • სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • სწავლის ღირებულება თვეში:  200 ლარი;
  • სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ ევექსის ქსელში გარანტირებული დასაქმება;

                      

 პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;

 

პროგრამაში    მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.  

 

გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგების გათვალისწინებით.

 

გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -  გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV/რეზიუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი);

 

 საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 10 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით

 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line