კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი

Working hours:

ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიურ განყოფილებას სერვისების მრავალფეროვნება და ხარისხი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოარჩევს. კლინიკა თანამედროვე საოპერაციო ოთახებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებითაც განსაკუთრებულია.
ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიის დეპარტამენტი მომხმარებლებს სხვადასხვა უროლოგიური პათოლოგიების მკურნალობას სთავაზობს, მათ შორის,

  • შარდ-კენჭოვანი დაავადებების
  • პროსტატის ჰიპერპლაზიის
  • ონკოუროლოგიური დაავადებების
  • უროლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ენდოსკოპიური და ღია წესით მოგვარებას.

რაც შეეხება ენდოსკოპიურ ოპერაციებს სამედიცინო ცენტრში

  • ობსტრუქციული უროპათიის (შარდსაწვეთის სტენტირება);
  • პერკუტანული ნეფროსტომია, პერკუტანული ნეფროსტომია ექოსკოპის კონტროლით;
  • დისტანციური ლითოტრიპსის
  • ტრანსურეთრული (პროსტატაზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე) ოპერაციები ტარდება.

ცენტრში აგრეთვე ღია ქირურგიული ოპერაციებიც სრულდება და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორებიცაა:

  • შარდის ბუშტის კიბო (რადიკალური ცისტექტომია ენტეროცისტოპლასტიკით);
  • პროსტატის კიბო (რადიკალური პროსტატექტომია);
  • თირკმლის კიბო (რადიკალური ნეფრექტომია და თირკმელშემნახველი ოპერაცია ჩვენების მიხედვით);
  • სათესლე ჯირკვლისა და ასოს კიბო.

უროლოგიის დეპარტამენტში მაღალკვალიფიციური უროლოგების კონსულტაცია წლების გამოცდილებას ემყარება, რომელთა კომპეტენციის ფარგლებშიც შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების გამოკვლევა, როგორც ლაბორატორიულად აგრეთვე ინსტრუმენტულად ხორციელდება.

Doctors of the clinic

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. 85, Javakhishvili str, Kutaisi

მიმართულების ნახვა